GEEN
განაცხადის ფორმა
მშობელი და ბავშვი წიგნს კითხულობენ

მშობლებისათვის

საბავშვო ბაღის პროგრამა ეფუძნება ადრეული განათლების კურიკულუმს — „თამაში“, რომელიც შეესაბამება საქართველოში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს. კურიკულუმი ჰოლისტურია, ეფუძნება თამაშით სწავლებას და ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას.

ბაგა-ბაღ „ვარსკვლავების“ საკვები მზადდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან. აღსაზრდელები უზრუნველყოფილნი არიან ოთხჯერადი კვებით — საუზმე, წახემსება, სადილი და სამხარი. კვების რაციონი შედგენილია ნუტრიციოლოგის რეკომენდაციების საფუძველზე და ითვალისწინებს დღის განმავლობაში საჭირო კალორიების რაოდენობას — 1281 კკალ.