GEEN
განაცხადის ფორმა

ვარსკვლავები — შექმენი შენი ბედნიერი სამყარო!

საუკეთესო ბაგა-ბაღი

მეგობრული ოჯახი: ადგილი, სადაც ბავშვი თავს იგრძნობს სახლში.
ადაპტაციის სიმარტივე: ჩვენი უნიკალური პროგრამა სკოლაში პირველ დღეებს ხდის მარტივსა და სასიამოვნოს.
ინდივიდუალური მიდგომა: ვეხმარებით თითოეულ პატარას იპოვოს თავისი გზა და აღმოაჩინოს უნიკალური ნიჭი.

ორი ბედნიერი ბავშვი ბუშტებით
უსაფრთხო გარემობავშვის დაცვა და კომფორტი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
გამოცდილი გუნდიპროფესიონალი აღმზრდელები და მზრუნველი პერსონალი.
ასაკობრივი ჯგუფებიშესაბამისი პროგრამები თითოეული ასაკობრივი ეტაპისთვის.

ჩვენს შესახებ

ხუთი ბავშვი წიგნებით

ჩვენ ვართ სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი „ვარსკვლავები“, რომელიც 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს ეკოლოგიურად ჯანსაღ, ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს.

ბავშვობა თავისთავად არის ღირებული ეტაპი და ბავშვის ძირითადი საქმიანობა არის თამაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მზრუნველი, ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული გარემო, სადაც თამაშისა და ძიების გზით, ბუნებასთან სიახლოვით ექნებათ მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა.

იხილეთ მეტი ....

სასწავლო პროცესი

უმცროსი/საშუალო ჯგუფი

ასაკი: 3-დან 4-მდე და 4-დან 5 წლამდე

დააწკაპუნე

მიღება / რეგისტრაცია

აღმზრდელი და ბავშვი სარეგისტრაციო ფორმით

მოგესალმებით!
თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი გახდეს ჩვენი ბაგა-ბაღის ნაწილი, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა.

გთხოვთ, შეავსოთ ყველა ველი — ყველა ველი სავალდებულოა.
მოწოდებული ინფორმაცია დაგვეხმარება, უკეთ გავიცნოთ თქვენი შვილის საჭიროებები და შევუქმნათ მას კომფორტული გარემო.

ფორმის შევსებას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • ფორმის შევსება არ ნიშნავს ავტომატურ მიღებას.
  • ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დაზუსტებისა და შემდგომი ნაბიჯების გასარკვევად.
განაცხადის ფორმა

მშობლებისათვის

საბავშვო ბაღის პროგრამა ეფუძნება ადრეული განათლების კურიკულუმს — „თამაში“, რომელიც შეესაბამება საქართველოში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს. კურიკულუმი ჰოლისტურია, ეფუძნება თამაშით სწავლებას და ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას.

იხილეთ მეტი ....
მშობელი და ბავშვი წიგნს კითხულობენ

კონტაქტი

ბავშვი ტელეფონით გვესალმება
იხილეთ მეტი ....

ხშირად დასმული კითხვები

ვიღებთ 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. ფუნქციონირებს ხუთი ასაკობრივი ჯგუფი: 1–2, 2–3, 3–4, 4–5 და 5–6 წელი. თითოეულ ჯგუფს აქვს ასაკის შესაბამისი დღის განრიგი და პროგრამა — დეტალები იხილეთ გვერდზე „ჯგუფები“.

შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა გვერდზე „მიღება და რეგისტრაცია“ — შევსებას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება. გაგზავნის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და შემდგომი ნაბიჯების გასაცნობად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფორმის შევსება არ ნიშნავს ავტომატურ მიღებას.

გაცნობითი ვიზიტი და ადაპტაციის პერიოდი თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალურად განიხილება. დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 292 23 23 ან 596 922 323.

ბაღის დღის რეჟიმი იწყება 9:00 საათზე ბავშვების მიღებით და სრულდება 19:00 საათზე. სრული დღის განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით იხილეთ გვერდზე „ჯგუფები“.

დიახ. აღსაზრდელები უზრუნველყოფილნი არიან ოთხჯერადი კვებით — საუზმე, წახემსება, სადილი და სამხარი. საკვები მზადდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან, ხოლო რაციონი შედგენილია ნუტრიციოლოგის რეკომენდაციების საფუძველზე და ითვალისწინებს დღიურ 1281 კკალ-ს.

კიდევ გაქვთ შეკითხვები? დაგვიკავშირდით ტელეფონით ან გვესტუმრეთ პირადად. ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით!