
ჩვენ შესახებ
ჩვენ ვართ სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი „ვარსკვლავები“, რომელიც 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს ეკოლოგიურად ჯანსაღ, ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს.
ბავშვობა თავისთავად არის ღირებული ეტაპი და ბავშვის ძირითადი საქმიანობა არის თამაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მზრუნველი, ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული გარემო, სადაც თამაშისა და ძიების გზით, ბუნებასთან სიახლოვით, ექნებათ მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა.
ისინი შეიმეცნებენ სამყაროს, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლობა, კრიტიკული აზროვნება, ემპათიურობა, ტოლერანტობა, სოციალურ-ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური უნარები.
მათ მოემსახურებათ მაღალკვალიფიციური საგანმანათლებლო გუნდი, სწავლების თანამედროვე მიდგომებითა და მეთოდებით.
გალერეა
სივრცე, სადაც თამაში, აღმოჩენა და მეგობრობა ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილია.





