მეგობრული ოჯახი: ადგილი, სადაც ბავშვი თავს იგრძნობს სახლში.
ადაპტაციის სიმარტივე: ჩვენი უნიკალური პროგრამა სკოლაში პირველი დღეებს ხდის მარტივსა და სასიამოვნოს.
ინდივიდუალური მიდგომა: ვეხმარებით თითოეულ პატარას იპოვოს თავისი გზა და აღმოაჩინოს უნიკალური ნიჭი.
ჩვენ ვართ სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულება საბავშვო ბაღი,,ვარსკვლავები“,რომელიც 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს ეკოლოგიურად ჯანსაღ,ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო, გარემოს.
ბავშვობა თავისთავად არის ღირებული ეტაპი და ბავშვის ძირითადი საქმიანობა არის თამაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მზრუნველი,ბავშვის ინტერესებზე , შესაძლებლობებზე ოროენტირებული გარემო, სადაც თამაშისა და ძიების გზით ,ბუნებასთან სიახლოვით ექნებათ მრავალმხრივ განვითარების შესაძლებლობა.
მოგესალმებით!
თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი გახდეს ჩვენი ბაგა-ბაღის ნაწილი, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა.
გთხოვთ, შეავსოთ ყველა ველი — ყველა ველი სავალდებულოა.
მოწოდებული ინფორმაცია დაგვეხმარება, უკეთ გავიცნოთ თქვენი შვილის საჭიროებები და შევუქმნათ მას კომფორტული გარემო.
🕒 ფორმის შევსებას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ფორმის შევსება არ ნიშნავს ავტომატურ მიღებას.
ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დაზუსტებისა და შემდგომი ნაბიჯების გასარკვევად.
საბავშვო ბაღის პროგრამა ეფუძნება ადრეული განათლების კურიკულუმს-,,თამაში”რომელიც შეესაბამება საქართველოში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს.კურიკულუმი ჰოლისტურია ,ეფუძნება თამაშით სწავლებას და ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას.
ჩვენ ვიღებთ 1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვყოფთ მათ დაწყებით, უმცროს და უფროს ჯგუფებად.
რეგისტრაციის ფორმის შევსება შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში, „მიღება/რეგისტრაცია“ განყოფილებაში. ფორმის წარდგენის შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
დიახ! ჩვენ გთავაზობთ საცდელ დღეებს, რათა თქვენ და თქვენმა შვილმა გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოთ ჩვენს გარემოს.
ჩვენ ღია ვართ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:00 საათიდან საღამოს 6:00 საათამდე.
რა თქმა უნდა! ჩვენ გთავაზობთ ნოყიერ კერძებსა და სასუსნავებს მთელი დღის განმავლობაში, ალერგიებისა და დიეტური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
კიდევ გაქვთ შეკითხვები? დაგვიკავშირდით ტელეფონით ან გვესტუმრეთ პირადად. ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით!